მკვლელი ჰაერი. წყარო: საინფორმაციო–ანალიტიკური პორტალი ,,ჯორჯიან ბიზნეს ენდ პოლითიქალ ინსაით’’ 

თბილისი (BPI) – სოფელი „არგვეთა“ დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ზესტაფონიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში მდებარეობს. მჭიდროდ დასახლებულ სოფელში 2 000 -მდე ადამიანი ცხოვრობს. აქ ზამთარი ცივია, ზაფხული – მშრალი. ზღვის დონიდან 120 მეტრ სიმაღლეზე ნოტიო, სუბტროპიკული კლიმატია. ხშირია დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქარებიც.