მოსახლეობა ამბობს, რომ „შუახევი ჰესის" გვირაბებთან წყალმა გაჟონვა დაიწყო – „მწვანე ალტერნატივა".  წყარო: პუბლიკა

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას” ინფორმაციით, „შუახევი ჰესმა”, რომელიც 2017 წელს ამუშავებიდან 2 თვეში ჩამოიშალა, ოპერირება განაახლა. თუმცა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს,  შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში, გოლხანაურსა და მახალაკიძეებში, 420-მილიონიანი პროექტისთვის გაყვანილ გვირაბებთან წყალმა გაჟონვა დაიწყო.