"მწვანე ალტერნატივამ" ენერგეტიკული პროექტების სამართლებრივი ანალიზი წარმოადგინა. წყარო: ლიბერალი

"ძირითადი აქცენტი კეთდება მხოლოდ პროექტების დროულ განხორციელებაზე, სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტები კი იშვიათი გამონაკლისების გარდა, შესაძლოა ითქვას, რომ გათვალისწინებული არ არის. რჩება შთაბეჭდილება, რომ განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებული ეკონომიკური ასპექტებიც კი არაა ბოლომდე შესწავლილი და ადეკვატურად შეფასებული,”- ასეთია ასოციაცია “მწვანე ალტერნატივის” შეფასება ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებელი შეთანხმებების ანალიზის შედეგად.