"მწვანე ალტერნატივამ“ მერიაში ვაკის პარკთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა. წყარო: გურია ნიუსი

გარემოსდაცვითმა ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივამ"  თბილისის მერიას, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის გამო, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა. ორგანიზაციამ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც  ჭავჭავაძის გამზ.#68-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #01.14.10.002.006) დამკვეთს ირაკლი ჩირაძეს სასტუმროს მშენებლობის უფლება მიენიჭა.