"მწვანე ალტერნატივასა" და ილია ელოშვილს სასამართლომ მორიგებისთვის დრო მისცა. წყარო: ლიბერალი

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ღირსების, პატივისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის სასამართლოში უჩივის. ორგანიზაცია მოითხოვს, რომ ილია ელოშვილმა თავისი განცხადება საჯაროდ უარყოს და მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1 აშშ დოლარი გადაიხადოს.