"მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელი: პრემიერ–მინისტრმა სვანეთის მოსახლეობისთვის მიცემული პირობა დაარღვია. წყარო: Commersant.ge

ინტერვიუ  არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელ დავით ჭიპაშვილთან: – ინდურ-ინგლისური კომპანიის ”ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას” პროექტი მდინარე ენგურზე 700 მეგავატიანი ჰესისა და 200 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას ითვალისწინებს. შედეგად, დაიტბორება 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია და, მათ შორის, რამდენიმე სოფელი. პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება როგორც გარემოს დამცველი ორგანიზაციების, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლების მნიშვნელოვანი ნაწილი. ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით საჯარო განხილვები დაიწყო, რომელსაც თქვენც ესწრებოდით. რამდენად რთულად არის სიტუაცია?