მწვანე ალტერნატივა: „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების გაუმჭვირვალობა ქვეყანას საფრთხეს უქმნის. წყარო: ლიბერალი

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა" აცხადებს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ შორის მოლაპარაკებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ საქართველოს ენერგეტიკული სექტორი სრულიად დახურული და გაუმჭვირვალეა, რაც  კოგნიტური ინტერესების გატარების დიდ შესაძლებლობას ქმნის. ორგანიზაციის თქმით, რაც დიდი საფრთხის წინაშე აყენებს როგორც საქართველოს ენერგო-განვითარებას, ისე ქვეყნის დამოუკიდებლობას.