„მწვანე ალტერნატივა“: გამოსაკვლევია „დარიალის“ ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ცვლილების გარემოებები. წყარო: ლიბერალი

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, გიგლა აგულაშვილს ღია წერილით მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაცია მინისტრისგან ელექტროგადამცემი ხაზის, „დარიალის” დამტკიცებული მარშრუტის ცვლილების შესახებ ინფორმაციას მოითხოვს.