„მწვანე ალტერნატივა": ეკონომიკურ პროექტებს ახლანდელი ხელისუფლებაც იგივე გზით გეგმავს. წყარო: ლიბერალი

„სამწუხაროდ, 13-14 ივნისის ტრაგედია პოლიტიკური ძიძგილაობის საგნად იქცა, თუმცა წინა (ნაციონალური მოძრაობის) და ახლანდელი (ქართული ოცნების) ხელისუფლებების მიდგომები, პრაქტიკულად, არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს განსაკუთრებით თვალნათელია მაშინ, როდესაც საქმე ეხება გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული მემკვიდრეობის ასპექტების განხილვას, მეტად საეჭვო ეკონომიკური სარგებლის მქონე პროექტების დაგეგმვა-განხორციელებისას“, – „მწვანე ალტერნატივა“ 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში სტიქიური მოვლენებით გამოწვეული კატასტროფის მიზეზების წინასწარ ანალიზს აქვეყნებს.