მწვანე ალტერნატივა: ენერგოპროექტები და კორუფცია. წყარო: ნეტგაზეთი

ე.წ. მაღალი დონის კორუფციის რა შესაძლებლობები და მექანიზმები არსებობს საქართველოს ენერგოსექტორში? "ვინაიდან დარიალის ჰესის საქმეში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც, 2012 წლის ნოემბერში (და შემდგომ დეკემბერში – დამატებითი გარემოებებით) მწვანე ალტერნატივამ მიმართა მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს. მწვანე ალტერნატივამ მოითხოვა, რომ პროკურატურას დარიალ ჰესის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული კანონდარღვევები შეესწავლა. პროკურატურაში განცხადების წარდგენას მოჰყვა მწვანე ალტერნატივას წარმომადგენლის ხანგრძლივი დაკითხვა და ამ დრომდე, სამწუხაროდ, სხვა არაფერია,"- წერია კვლევაში "ენერგოპროექტები და კორუფცია საქართველოში," რომელიც დღეს, 7 ნოემბერს სხვა ორ კვლევასთან ერთად ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივამ" წარმოადგინა.