„მწვანე ალტერნატივა“ ენერგეტიკის სამინისტროსგან ჰესებთან დაკავშირებული შეთანხმებების გადახედვას ითხოვს. წყარო: კომერსანტი 

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ენერგეტიკის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობისგან პირველ ეტაპზე ჰესების მშენებლობის საკითხის გადახედვას მოითხოვს. „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ინვესტორებთან ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს კაბალური ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული და მათი გადახედვა აუცილებელია.