"მწვანე ალტერნატივა": "კულტურის სამინისტრომ არ უნდა განიხილოს RMG Gold-ის უკანონო მოთხოვნა". წყარო: ლიბერალი

ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა" საყდრისის მაღაროს ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, 2014 წლის 14 იანვარს RMG Gold-მა საქართველოს მთავრობას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა და მოითხოვა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის იმ გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც RMG Gold-ს არ მიეცა საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს ტერიტორიაზე მოპოვებითი სამუშაოების დაწყების შესაძლებლობა.