„მწვანე ალტერნატივა“ მთის გზების პროექტის სტრატეგიულ შეფასებას ითხოვს. წყარო: Reginfo.ge 

„მწვანე ალტერნატივამ“ განცხადებით მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება გაუკეთდეს „სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტს“