„მწვანე ალტერნატივა“ ნენსკრა ჰესის მშენებლობას ბერნის კონვენციაში ასაჩივრებს. წყარო: Mtisambebi.ge

„მწვანე ალტერნატივა“ ნენსკრა ჰესისთვის სამშენებლო ნებართვის მიცემას და 2016 წლის იანვარში პოტენციური დაცული ტერიტორიის შემადგენლობიდან (Emerald site) დაცული ტერიტორიის – „სვანეთი 1-ის“ ამოღებას ბერნის კონვენციაში ასაჩივრებს. ეს საქართველოდან ბერნის კონვენციაში საჩივრის შეტანის პირველი შემთხვევაა.