"მწვანე ალტერნატივა": "პოლიტიკური პარტიები ენერგეტიკაზე პრაქტიკულად არ საუბრობენ”. წყარო: ლიბერალი

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივას” ინიციატივით გასულ კვირას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამის ენერგეტიკული ნაწილის შესახებ ისაუბრეს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, მათ წინასაარჩევნო პერიოდში ენერგოსექტორის განვითარების გეგმებზე დისკუსიის ხელშეწყობა სურდათ.