„მწვანე ალტერნატივა“ პრემიერის განცხადებას უარყოფს: "ხუდონჰესის პროექტზე არასამთავრობოებთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს". წყარო: კომენრსანტი

ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას  არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ პასუხობს. ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მთავრობა ამ პროექტზე გარემოსდაცვითი ორგანიზაციების რეკომენდაციებს ითვალისწინებს და პროცესში ჩართულები არიან ექსპერტებიც.