„მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. წყარო: TV25

ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს. პლენუმი „ააიპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმის არსებით ნაწილს განიხილავს. დავის საგანს  „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის სიტყვების „დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე“ კონსტიტუციურობა წარმოადგენს.