„მწვანე ალტერნატივა“ საყდრისის მაღაროსთვის ძეგლის სტატუსის მოხსნას და არქეოლოგიური ზონის გაუქმებას სასამართლოში გაასაჩივრებს. წყარო: ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრი

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ საყდრისის ოქროს მაღაროსთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნას და სამთამადნო მრეწველობის ძეგლის არქეოლოგიური ზონის გაუქმებას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნინო გუჯარაიძემ განუცხადა, ორგანიზაცია ორივე აქტის ბათილად ცნობას ითხოვს.