„მწვანე ალტერნატივა“-ს შეხვედრა თელავში. წყარო: სამაუწყებლო კომპანია "თანამგზავრი"

დღეს თელავში, ნიმდის ოფისში ასოციაციის „მწვანე ალტერნატივა“ ინიციატივით არასამთავრობო სექტორის და დაინტერესებული მოქალაქეებისთვის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემას წარმოადგენდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა და მისი ზემოქმედება საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე, ასევე ახალი ენერგეტიკული პროექტების შესაბამისობა ევროკავშირის სტანდარტებთან. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში ჰესების აშენების ადგილებზე, მშენებლობის პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებსა და იმ ზიანზე იმსჯელეს, რასაც სამუშაოები გარემოს აყენებს.