„მწვანე ალტერნატივა“ ხუდონჰესის პროექტზე ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვს. წყარო: ლიბერალი

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს მთავრობასა და კომპანიებს - Trans Electrica Limited, Trans Electrica Limited (Georgia), შპს „ენერგოტრანსი“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ – შორის ზემო სვანეთში 702 მეგავატი სიმძლავრის ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე 2011 წლის 28 აპრილს დადებული ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს. ორგანიზაცია ასევე მოითხოვს, მთავრობამ მომავალშიც უარი თქვას ამ კომპანიებთან შეთანხმების დადებაზე და არსებული შეთანხმების განახლებაზე.