მწვანე ალტერნატივა: ჰესის მშენებლობის ნებართვა სათანადო კვლევის გარეშე გასცეს. წყარო: ლიბერალი

„გარემოს დაცვის სამინისტრომ დარიალში ჰესის მშენებლობაზე ნებართვა სათანადო კვლევის გარეშე გასცა, რაც პირველ რიგში იქ დასაქმებული ადამიანების, შემდეგ კი თავად ჰესისთვის არის საშიში", – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე „ლიბერალთან“ საუბრისას.