„მწვანე ალტერნატივის" საჩივარი დარიალი ჰესის პროექტზე EBRD-მა დააკმაყოფილა. წყარო: ლიბერალი

„მწვანე ალტერნატივის" ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დამოუკიდებელმა გასაჩივრების მექანიზმმა დააკმაყოფილა მათი საჩივარი დარიალი ჰესის პროექტზე. მათი თქმით, ბანკმა გაიზიარა „მწვანე ალტერნატივისა“ და  არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმინდის“ მიერ საჩივარში აღწერილი დარღვევები.