“მწვანე ალტერნატივის” სარჩელის განხილვა ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაიდო. წყარო: Civil.ge

საოლქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და კომპანია BTC Co-ის წინააღმდეგ არის მიმართული და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას ეხება, ერთი თვით გადაიდო.