ნაკრასა და ჭუბერის თემების მცხოვრებთა ყოფისა და ბუნებრივი გარემოს ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო. წყარო: გაზეთი დიდგორელები

დღეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ესპანელი ფოტოხელოვანის, როზა ვრუმის ფოტო გამოფენა მოეწყო სახელწოდებით”ჩვენ ვართ სვანეთი”. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა ზემო სვანეთის რეგიონის ნაკრასა და ჭუბერის თემების მცხოვრებთა ყოფისა და ბუნებრივი გარემოს ამსახველი ფოტომასალა.