ნამახვანის ჰესების კასკადი 3 სოფელს წყლით ფარავს, 14 ეკლესიას კი საფრთხე ემუქრება. წყარო: „მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემა

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შედეგად, ცაგერის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის 19 ძეგლი, აქედან 14 ეკლესია, ჰესების კასკადის უარყოფითი ზეგავლენის არეალში ექცევა.