ნამოხვანის ჰესების კასკადი _ სვლა რისკებისკენ ენერგოდამოუკიდებლობისთვის. წყარო: ქრონიკა +

ქუთაისიდან სოფელ ტვიშამდე გზა რიონის ხეობას მიუყვება, სადაც ძალიან ხშირად დაინახავთ ტრაფარეტებს წარწერით: „მეწყერსაშიში ზონა“. ვიწრო საავტომობილო გზის გასწვრივ, რომლის გარკვეული მონაკვეთები ხშირად სწორედ მეწყრის ჩამოწოლის გამო მუდმივ შეკეთებას საჭიროებს, რამდენიმე სოფელს მოჰკრავთ თვალს, რომლებიც ტყისა და მთების ულამაზეს მასივში არიან მიმოფანტული.