„ნენსკრაჰესის“ პროექტით დაზარალებულები შესაძლოა, ადეკვატური კომპენსაციის გარეშე დარჩნენ. წყარო: ლიბერალი

„მწვანე ალტერნატივას“ და СEE Bankwatch Network-ის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად,  სს „ნენსკრაჰიდროს“  მიერ  გამოქვეყნებული  კვლევები, რომლებიც ასახავს  ნენსკრაჰესის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობის კუთვნილი მიწის ნაკვეთებისა და სხვა აქტივების აღწერას, შეიცავს უამრავ შეცდომასა და უზუსტობას. შესაბამისად, კომპანიის მიერ  წარმოდგენილი „მიწის შეძენისა და საარსებო საშუალებების აღდგენის გეგმაში“  არსებული ნაკლოვანებები მნიშვნელოვნად დააზარალებს ზემო სვანეთის  მოსახლეობას.