ნენსკრაჰესი – საჯილდაო ქვა. წყარო: რადიო თავისუფლება

30 ივნისს თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკაში, შეიკრიბნენ სვანეთის მკვიდრნი, რომლებიც მესტიის რაიონში დიდი ჰესების, მათ შორის ნენსკრაჰესის, მშენებლობას აპროტესტებენ. მათი მტკიცებით, ჰესების მშენებლობა სვანეთის მოსახლეობისგან დაცლას გამოიწვევს. გარდა ამისა, ჰესების მშენებლობა ნეგატიურად აისახება სვანეთის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ნენსკრაჰესზე უარის თქმის მოთხოვნით, 1 ივლისს პარლამენტის შენობის წინ იგეგმება პირველი საინფორმაციო შეკრება. ამავე მოთხოვნით, 3 ივლისს სვანეთის მკვიდრნი სოფელ ჭუბერში გამართავენ აქციას.