ნენსკრა ჰესი“ – რა მდგომარეობაა ადგილზე, სადაც კაშხლის აშენება იგეგმება. წყარო: ლიბერალი

მესტიის რაიონში „ნენსკრა ჰესის“ ასაშენებლად გარემოს დაცვის სამინისტრომ დადებითი დასკვნა ჯერ კიდევ შარშან, ოქტომბერში გასცა. „ლიბერალი“ იმყოფებოდა მესტიის რაიონში, მდინარე ნენსკრის ხეობაში, იმ ადგილას, სადაც „ნენსკრა ჰესის“ კაშხლის აშენება იგეგმება. როგორც „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი ამბობს, ადგილზე, სადაც კაშხლის აგება იგეგმება, ამ დროისთვის გეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს, ახლა ეძებენ ისეთ მყარ ადგილს, სადაც კაშხლის აშენება იქნება შესაძლებელი.