ნენსკრა ჰესი ქვეყანას წელიწადში 60 მლნ დოლარით აზარალებს – მწვანე ალტერნატივა. წყარო: Reginfo.ge საქართველოს რეგიონებზე ფოკუსირებული მედია რესურსი.

გარემოსდაცვითი ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივის“ განცხადებით, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით მთავრობას კაბალური ხელშეკრულება აქვს დადებული, რომლის მიხედვითაც პროექტი ქვეყნის ბიუჯეტს წელიწადში 60 მილიონი დოლარის ზარალს მიაყენებს.