ნიკეას ნაგავსაყრელი და მისი მომავალი. წყარო: NEWS.GE

ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში მდებარე ნაგავსაყრელზე ნაგვის სიმაღლემ ნაგავსაყრელის ღობის სიმაღლეს რამდენიმე მეტრით გადააჭარბა. უკანონო ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარება გერმანულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს. ქალაქის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ქუთაისის ნაგავსაყრელის მოსაწესრიგებლად გერმანული მხარე 450 000 ევროს დახარჯავს.