ნინო გუჯარაიძე – კულტურის სამინისტროს პროცესისთვის დამღუპველი პოზიცია უჭირავს. წყარო:ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო გუჯარაიძის განცხადებით, საყდრისის მაღაროსთვის ძეგლის სტატუსის მოხსნაზე დაწყებული სასამართლო დავა ერთ-ერთი წინაპირობა უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ ძეგლის ტერიტორიაზე სამუშაოები ჯერ არ დაწყებულიყო. როგორც ნინო გუჯარაიძემ ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, „RMG Gold“ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდა და სამუშაოები ნაჩქარევად დაწყო