ომბუდსმენი: “ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით საფუძვლიანი კითხვები არსებობს”. წყარო: ლიბერალი

ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით დღეს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” კონფერენცია “ხუდონჰესის გამოწვევები” მიმდინარეობს. კონფერენციაში “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები”, “მწვანე ალტერნატივა”, “გურამ თინიკაძის სახელობის სვანეთის ახალგაზრდული ცენტრი”, “გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფი”, “ენერგეტიკოსთა კავშირი” და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.