ონის ჰესების კასკადი და მოსახლეობის პროტესტი. წყარო: ლიბერალი

„შედეგი იქნება ძალიან ცუდი, სოფელი მთლიანად მოისპობა, ეკოსისტემა დაზიანდება, კატასტროფა მოხდება. ამით მთელი რაჭა განადგურდება “, – ონის რაიონის მკვიდრი ელისო დვალიშვილი რაჭაში ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგია. ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად კვირას ონის რაიონში მოსახლეობა შეიკრიბა.