ონის ჰესების კასკადი. წყარო: მეცხრე არხი (Youtube)

ემუქრება თუ არა საფრთხე რაჭას. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლასთან ბურღვითი სამუშაოები ტარდება. კვლევების დასრულების შემდეგ კი რამდენიმე კაშხლის მშენებლობა იგეგმება. გარემოსდამცველები განმარტავენ, რომ რაჭა სეისმურად აქტიური ზონაა, ამიტომ ამ რეგიონში ჰიდროელექტროსადგურების აშენება საფრთხეს არა მხოლოდ რაჭას, არამედ იმერეთსაც შეუქმნის.