ოქროზე გაცვლილი კულტურული მემკვიდრეობა? წყარო: რადიო თავისუფლება

კვლავ ბუნდოვანია ბოლნისში, საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე მდებარე პრეისტორიული ხანის მაღაროს მომავალი, რომელიც სათუო გახადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის ბრძანებამ. სწორედ ამ ბრძანების საფუძველზე მოეხსნა საყდრისის მაღაროს კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელი გახადა საუბარი ძეგლის მოშლასა და საყდრისის საბადოს დამუშავებაზე.