ოქროს საწარმოო წესით მოპოვების აკრძალვის მოთხოვნა და პროტესტი თბილისში – 300-მდე სვანმა ხატზე დაიფიცა. წყარო: ტელეკომპანია რუსთავი 2

სვანეთის მოსახლეობა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელში ოქროს საწარმოო წესით მოპოვების აკრძალვას ითხოვს. ადგილობრივები გარემოს დამცველებთან ერთად ამ წუთებში თბილისში კულტურის ცენტრ "მუზაში" არიან შეკრებილები.