ოქროს „ციებ-ცხელება“ სვანეთში. წყარო: ბიზნესპრესნიუსი

რამდენად საფუძვლიანი იყო სვანების პროტესტი „ოპტიკალ სისტემს“-ის მიმართ? კომპანია „ოპტიკალ სისტემს“-ის მიერ სვანეთში ოქროს მოპოვების დაწყებას ძალიან დიდი ხმაური მოჰყვა. მესტიის რაიონის სოფელ იელში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და იქ მიმდინარე სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვა. ამის შემდეგ ტერიტორიაზე ორგანიზებული ჯგუფი შეიჭრა და ყველაფერი გაანადგურა. შედეგად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ამერიკულმა კომპანიამ საქართველო დატოვოს, რადგან მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა. სვანები „ოპტიკალ სისტემს“-ს ასეთ ბრალდებებს უყენებდნენ: კომპანია ურანის მოპოვებას აპირებს და ციანიდებით წამლავს გარემოს, იყენებს ქიმიურ ხსნარებს, რაც საფრთხეს უქმნის ბუნებას და ადგილობრივ მოსახლეობას