პეტიცია კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილების წინააღმდეგ. წყარო: ლიბერალი

თერთმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს მხარი არ დაუჭიროს მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ცვლილება შედის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში და შესაძლებელი ხდება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა ისეთ პირობებში, როგორიცაა: "განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობა".