პოლიტიკური ანგარიშსწორება, ზეწოლა მედიაზე – 17 NGO საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს. წყარო: ტაბულა

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ხელმომწერი ორგანიზაციები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ და უზიარებენ შეშფოთებას "საქართველოში დემოკრატიის ხარისხთან, მედიისა და პოლიტიკურ თავისუფლებებთან, კორუფციასთან და სახელმწიფოს მიტაცებასთან დაკავშირებით, რომლის წინაშეც დღეს ვიმყოფებით".