პროგნოზირებადი ტრაგედია – გარემოს შეუფასებელი რისკები. წყარო: ლიბერალი

17 მაისს, დილის ათის ნახევარზე, დარიალის ხეობაში, თერგისა და ამალის შესართავთან ღვარცოფი ჩამოწვა. დაახლოებით 5 მილიონი კუბური მეტრის ჩამოზვავებულმა მასამ თერგის კალაპოტი გადაკეტა და მდინარე 15-20 მეტრის სიღრმეზე შეაგუბა. „დარიალი ჰესის“ მშენებარე გვირაბში რამდენიმე ადამიანი მოჰყვა. ამ დრომდე სულ 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. 4 კვლავ დაკარგულად ითვლება.