პროტესტი ქარხნის მშენებლობის წინააღმდეგ ურთიერთდაპირისპირებით დასრულდა _ ეკოლოგიის დაცვა თუ პირადი ინტერესები. წყარო: გურია ნიუსი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, შპს “NEW ROAD“-მა ასფალტ-ბეტონის ქარხანა რამდენიმე ხნის წინ დადგა. პროექტის ღირებულება 10 მილიონი ლარია და ის „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.