პროტესტი ხერთვისში – მოსახლეობა ფარავანჰესის გამო სოფლის დატბორვაზე საუბრობს. წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

სოფელ ხერთვისის მომავლის პროგნოზი – ადგილობრივები სახლების დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ და მიზეზად ფარავანჰესის მშენებლობას ასახელებენ. მდინარე ფარავანის ნაწილი, მტკვარს მიუერთეს და სწორედ ეს გახდა პანიკის საუფუძველი. ხერთვისელების პრეტენზიებს იზიარებენ გარემოსდამცველები და სამშენებლო კომპანიას ჰესის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის გასაჯარებას სთხოვენ. ფარავანჰესის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, მისი გახსნა 1 თვეში იგეგმება.