რამ გამოიწვია სტიქია დარიალის ხეობაში. წყარო: ნეტგაზეთი

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის უფროსი, გეოლოგი ემილ წერეთელი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დევდორაკის მყინვარი, რომლის შედეგადაც დღეს, 17 მაისს დარიალის ხეობაში სტიქია მოხდა, სპეციალისტებს მაღალი რისკის ზონად აქვთ დაფიქსირებული.