რატომ შეიძლება, გაიზარდოს ელექტროენერგიის ფასი ჰესების გამო? – „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლის განმარტება. წყარო: საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი კვირა

მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობამ, შესაძლოა, მომავალში ელექტროენერგიის ტარიფი გაზარდოს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელმა, დავით ჭიპაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.