რაჭაში ხანძარს ებრძვიან. წყარო: რადიო თავისუფლება

ქვემო რაჭაში ტყეს ხანძარი 17 ოქტომბერს გაუჩნდა და დღემდე ბოლომდე ლოკალიზებული არ არის. 25 ოქტომბერს ტყეს ცეცხლი ონის რაიონშიც წაეკიდა. ადგილზე სპეციალისტების ჯგუფი და ერთი ვერტმფრენიც მუშაობს. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ცეცხლი, სავარაუდოდ, მონადირეების ან ხისმჭრელების დაუდევრობით გაჩნდა. ზარალის ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის.