„რაჭველი ვარ და ჩემს სოფელსა და ხვანჭკარას ვიცავ“. წყარო: რადიო თავისუფლება

20 დეკემბერს საპროტესტო აქცია გაიმართა ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭრებალოში, რომლის ცენტრში შეკრებილმა მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებმა და თბილისიდან ჩასულმა გარემოს დამცველმა აქტივისტებმა ხელისუფლებასა და ენერგეტიკის სამინისტროს მოუწოდეს უარი თქვან მდინარე რიონზე 70 და 150 მეგავატი სიმძლავრის ალპანა და სადმელი ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე,