რა მდგომარეობაა საქართველოში ტყით სარგებლობის კუთხით. წყარო: რადიო თავისუფლება

გარემოსდამცველები საქართველოში ტყით სარგებლობის სფეროში ბოლო დროს ვითარების გაუმჯობესებას ნამდვილად ატყობენ და მათ ახლა, აშკარად, ნაკლები პრეტენზიაც აქვთ. ისინი ამბობენ, რომ ტყის მასივების ინვენტარიზაციამ და ზოგიერთმა საკანონმდებლო ცვლილებამ პრობლემების დიდი წილი, მართლაც, მოხსნა, თუმცა გასაკეთებელი ჯერ ისევ ბევრია. ხე-ტყის თემამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა თავი იმ ფონზე, როცა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა.