რა სარგებლობა მოაქვს ”მეორე ენგურჰესს”?! წყარო: რადიო თავისუფლება

საქართველოში ენგურჰესის შემდეგ ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის, ”ნამახვანჰესების კასკადის”, მშენებლობა 2011 წელს დაიწყება. ამის შესახებ 8 დეკემბერს მემორანდუმი გაფორმდა საქართველოსა და თურქეთ-სამხრეთ კორეის კონსორციუმს შორის. საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს პროექტი ქვეყანაში, დიდი მოცულობის ინვესტიციების შემოსვლასთან ერთად, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას.