რა საფრთხეებს გამოიწვებს მდინარე კინტრიშზე ჰესის მშენებლობა. წყარო: TV 25

სოფელ კობალაურში მიმდინარე ჰესის მშენებლობა სამომავლოდ ბიომრავალფეროვნებაზე უარყოფით გავლენას იქონიებს-ასეთია გარემოს დამცველთა ზოგადი შეფასება. უფრო კონკრეტულად, მათი ვარაუდით, მდინარე კინტრიშში კალმახის და ორაგულის რაოდენობა შემცირდება. ორგანიზაციაში „მწვანე ალტერნატივა“ აცხადებენ, რომ მდინარის კალაპოტში ნატანის კლებამ, შესაძლოა, ასევე სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას.